მსოფლიოს დიდი ქალაქები
საუკეთესო ქალაქები სამოგზაუროდ
Friday, April 27, 2012
ნიუიორკი
ნიუ-იორკი (ინგლ.: New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[1][2][3] მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: „Big Apple“)
ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.
ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია (ძვ. სტილით საგრაფო): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.
პარიზი
პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] (პაღი)) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.
პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).
პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.

მეხიკო
მეხიკო-სიტი (ესპ. Ciudad de México) – მექსიკის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი. „Distrito Federal“ ხშირად შემოკლებით მოიხსენიება, როგორც „D.F.“; მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, მეგაპოლისთა კლასში. მდებარეობს მეხიკოს ხეობაში, მექსიკის ცენტრის მაღალ პლატოზე, დაახლოებით 2 240 მეტრზე ზღვის დონიდან, თითქმის ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია 4 000—5 000 მ. სიმაღლის ვულკანური მთებით.
მეხიკო-სიტი, როგორც მუნიციპალიტეტი დაფუძნდა 1521 წელს ჰერნან კორტესის მიერ ამჟამად დამშრალი ტბის, ტესკოკოს და მასზე მდებარე ტენოჩტიტლანის ნანგრევებზე, რომელიც აცტეკთა იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა და მისი ნაკლებად ცნობილი დობილი ქალაქის, ტლატელოლკოს შუაში. მუნიციპალიტეტი 1928 წელს გაუქმდა და სახელი „მეხიკო-სიტი“ ამჟამდ ორ რამეზე მიუთითებს:
ოფიციალურად Ciudad de México გამოიყენება მეხიკოს ფედერალური ოლქის (Distrito Federal) მიერ. ფედერალური ოლქი მეხიკოს დედაქალაქის ფუნქციას ასრულებს და მას მეხიკოს ფედერალური მთავრობა მართავს. ეს ოლქი მეხიკო-სიტის ისტორიულ ცენტრს მოიცავს, თუმცა ის გაცილებით დიდია ვიდრე 1928 წელს გაუქმებული ისტორიული მუნიციპალიტეტი იყო. მეხიკო-სიტის ურბანიზებული ნაწილი მოიცავს ოლქის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო სამხრეთი დაბის ტიპისაა და მთაგორიანი რელიეფი აქვს.

რესურსები ინტერნეტში
Subscribe to:
Comments (Atom)